სსიპ ქრისტეფორე
III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯ.სკოლა
წრის დასახელება:
„წიგნი ჩემი მეგობარი“
კლასი: IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:18
საგანი:ქართული
ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:ნანა
ლომიძე
წრის მიზანი:
·
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.-ის მოთხოვნების მიხედვით;
·
ზეპირმეტყველებისა
და კითხვის უნარი განვითარება;
·
ლექსიკური
მარაგის გამდიდრება.
მეცადინეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას,პირველ
რიგში,დავუთმობ
მოსწავლეთა აქტიურობის ხარისხს კითხვაში,ზეპირსა და წერით მეტყველებას;როგორ ამოიცნობენ
სათქმელს და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;თუ როგორ კითხულობენ და იგებენ მცირე
ზომის ტექსტებს;ვამუშავებ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე სხვადასხვა აქტივობების დახმარებით;შეადგენენ
მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ გამართული კითხვა,გამომეტყველებითი
კითხვა შესაბამისი ინტონაციით,უკეთესად წერა,ვიდრე წერდნენ,რადგან თავიდან წარმატებით
დაწყებული საქმე შემდგომში მეტი წარმატების საწინდარია.
ცოდნა
და უნარები:
·
გამართულად (გაბმულად,სწრაფად,უშეცდომოდ,ინტონაციით კითხვის უნარი;
·
ლექსიკური
ცოდნა;
·
ურთიერთანამშროლობის
უნარი;
·
საკუთარი
მოსაზრებების ჩამოყალიბებისა და მსჯელობის უნარი;
·
მოსმენის
კულტურის გამომუშავება.
კომუნიკაციური უნარები:
·
კითხვა-გაგება;
·
ზეპირი
კომუნიკაცია;
·
წერითი
კომუნიკაცია;
·
ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება.
საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
სასწავლო რესურსად გამოვიყენებ მცირე ზომის
მოთხრობებს,საბავშვო ლექსებს,ზღაპრებს,იგავ-არაკებს,ასევე ენის გასატეხებს,ანდაზებს,მიზნობრი-დიდაქტიკურ
თამაშებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий