среда, 30 мая 2018 г.

საწრეო მუშაობა

სსიპ ქრისტეფორე III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯ.სკოლა
წრის დასახელება: „წიგნი ჩემი მეგობარი“
კლასი: IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:18
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:ნანა ლომიძე
წრის მიზანი:
·        მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.-ის მოთხოვნების მიხედვით;
·        ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარი განვითარება;
·        ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
      მეცადინეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას,პირველ რიგში,დავუთმობ მოსწავლეთა აქტიურობის ხარისხს კითხვაში,ზეპირსა და წერით მეტყველებას;როგორ ამოიცნობენ სათქმელს და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;თუ როგორ კითხულობენ და იგებენ მცირე ზომის ტექსტებს;ვამუშავებ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე სხვადასხვა აქტივობების დახმარებით;შეადგენენ მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
    მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ გამართული კითხვა,გამომეტყველებითი კითხვა შესაბამისი ინტონაციით,უკეთესად წერა,ვიდრე წერდნენ,რადგან თავიდან წარმატებით დაწყებული საქმე შემდგომში მეტი წარმატების საწინდარია.
   
      ცოდნა და უნარები:
·        გამართულად (გაბმულად,სწრაფად,უშეცდომოდ,ინტონაციით კითხვის უნარი;
·        ლექსიკური ცოდნა;
·        ურთიერთანამშროლობის უნარი;
·        საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებისა და მსჯელობის უნარი;
·        მოსმენის კულტურის გამომუშავება.
   
    კომუნიკაციური უნარები:
·        კითხვა-გაგება;
·        ზეპირი კომუნიკაცია;
·        წერითი კომუნიკაცია;
·        ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

 საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
       სასწავლო რესურსად გამოვიყენებ მცირე ზომის მოთხრობებს,საბავშვო ლექსებს,ზღაპრებს,იგავ-არაკებს,ასევე ენის გასატეხებს,ანდაზებს,მიზნობრი-დიდაქტიკურ თამაშებს.

  საწრეო მუშაობა გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში.